თუ გსურთ გამოიყენოთ SpeakTX დამოუკიდებლად, სპეციალისტის გარეშე, მიჰყევით ინსტრუქციებს:
აირჩიეთ “პაკეტები” ამ გვერდის სათაურში ან, ალტერნატიულად, გადადით speaktx.com/ka/ფასი-ზე.
გაეცანით და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი SpeakTX სააბონენტო პაკეტები. საცდელი ანგარიში გაძლევთ უფასო წვდომას SpeakTX-ის ყველა სავარჯიშოზე 7 დღის განმავლობაში. აირჩიეთ “უფასო ანგარიში” ან “იყიდე ახლა”.
დარეგისტრირდით, რომ გახდეთ SpeakTX მომხმარებელი. შეავსეთ საჭირო ველები და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ მითითებებს. თუ მშობელი ხართ, ანგარიშის შექმნისას გამოიყენეთ თქვენი ან თქვენი შვილის სახელი.
რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისას, ჩვენ გამოგიგზავნით ოთხ კომპონენტიან კოდს.
გადადით თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე და იპოვეთ ჩვენს მიერ გამოგზავნილი ელ.წერილი. წერილი შეიცავს ოთხასოიან კოდს, რომელიც საჭიროა პორტალზე შესვლისთვის. თუ ვერ პოულობთ ელფოსტას თქვენს შემოსულებში, შეამოწმეთ სხვა საქაღალდეები, როგორიცაა “Promotions”, “Spam” და ა.შ.
გადადით speaktx.com/ka/შესვლადა შეიყვანეთ კოდი, რომელიც მიიღეთ იმეილით. დააკლიკეთ ღილაკს “შესვლა”.
სისტემაში შესვლისას, თქვენ გადამისამართდებით თქვენს დაშბორდზე (სამუშაო ველზე).
2. რეგისტრაცია (სპეციალისტის ხელმძღვანელობით გამოყენება)
თუ გსურთ გამოიყენოთ SpeakTX სპეციალისტის ხელმძღვანელობით, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას:
დაუკავშირდით სპეციალისტს (ენისა და მეტყველების თერაპევტს ან მასწავლებელს) და გაუზიარეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლითაც გსურთ შექმნათ ანგარიში SpeakTX-ზე.
დაელოდეთ სანამ სპეციალისტი შეგიქმნით ანგარიშს თქვენთვის ან თქვენი შვილისთვის. თქვენ მიიღებთ ავტომატურ ელ. წერილს ჩვენგან ამის შესახებ.
გახსენით თქვენი საფოსტო ყუთი და იპოვეთ ელ. წერილი შეიცავს ოთხასოიან კოდს, რომელიც საჭიროა პორტალზე შესვლისთვის. წერილი ჩვენგან. თუ იმეილს ვერ იპოვით თქვენს შემოსული წერილების სექციაში, შეამოწმეთ სხვა საქაღალდეები, როგორიცაა “Promotions”, “Spam” და ა.შ.
გადადით speaktx.com/ka/შესვლა-ზე და შეიყვანეთ კოდი, რომელიც მიიღეთ ელექტრონული ფოსტით. დააკლიკეთ ღილაკს “შესვლა”.
სისტემაში შესვლის შემდეგ, თქვენ გადამისამართდებით თქვენს დაშბორდზე (სამუშაო ველზე).
თუ თქვენ გაქვთ ანგარიში SpeakTX-ზე დამოუკიდებელი გამოყენებისთვის და მოგვიანებით გადაწყვეტთ მის გამოყენებას სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ძველი ანგარიშით ვერ ნახავთ სპეციალისტის მიერ დანიშნულ სავარჯიშოებს. სპეციალისტს მოუწევს თქვენთვის ახალი ანგარიშის შექმნა.
დაუკავშირდით სპეციალისტს, გაუზიარეთ მას თქვენი ელ. ფოსტის მისამართი და სთხოვეთ, შექმნას თქვენთვის ანგარიში. მას შემდეგ, რაც სპეციალისტი შექმნის ანგარიშს, ჩვენ გამოგიგზავნით ახალ ოთხასოიან კოდს თქვენს ელფოსტაზე. შესასვლელად, გთხოვთ გამოიყენოთ ახალი კოდი ძველის ნაცვლად. ძველი კოდით შესვლისას ვერ ნახავთ სპეციალისტის მიერ დანიშნულ სავარჯიშოებს.
3. მენიუ და კატალოგი
თქვენს დაფაზე სამი კომპონენტია: ეკრანის ზედა მხარეს სათაური, მარცხენა მხარეს მენიუ და მარჯვენა მხარეს, გვერდის მთავარ ნაწილზე – სავარჯიშოების კატალოგი.
3.1. სათაური
გვერდის სათაურიდან შეგიძლიათ გადახვიდეთ ინსტრუქციებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი პროფილი. მხოლოდ თქვენს სპეციალისტს შეუძლია თქვენი პროფილის ნახვა.
3.2. სავარჯიშო გეგმა, “რჩეულები” და ყველა სავარჯიშო
მენიუში, “სავარჯიშოების” განყოფილებაში, შეგიძლიათ აირჩიოთ სამ განსხვავებულ ხედს შორის:
“ჩემი სავარჯიშო გეგმა” შეიცავს სავარჯიშოებს, რომელსაც თქვენ შეარჩევთ ან მოცემული იქნება თქვენი შვილისთვის სპეციალისტის მიერ (ინსტრუქციებთან, ვადებთან და სტატუსებთან ერთად).
“რჩეულები” მოიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც თქვენ თავად შეინახეთ რჩეულებად.
“ყველა სავარჯიშო” შეიცავს SpeakTX-ის ყველა საჯარო ვარჯიშს.
თუ სავარჯიშოებს ინდივიდუალურად, სპეციალისტის გარეშე აკეთებთ, გირჩევთ, პირველი შესვლისას, აირჩიოთ “ყველა სავარჯიშო” და ნახოთ, რა ტიპის სავარჯიშოებს გთავაზობთ SpeakTX.
3.3. ფილტრები
ამჟამად არის სამოცდახუთი საჯარო სავარჯიშო SpeakTX-ზე. იმისათვის, რომ სწრაფად იპოვოთ თქვენთვის სასურველი სავარჯიშოები, შეგიძლიათ გამოიყენოთ მენიუში არსებული ფილტრები:
“ასაკობრივი ჯგუფი” – ეს ფილტრი საშუალებას გაძლევთ, მოიძიოთ ასაკის შესაბამისი სავარჯიშოები (სავარჯიშოები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის და სავარჯიშოები უფროსებისთვის).
“ენის სფერო” – ეს ფილტრი საშუალებას გაძლევთ იპოვოთ სავარჯიშოები მეტყველების აღქმის, გამოთქმის, ლექსიკის, გრამატიკის, კომუნიკაციის, კითხვისა და წერის შესახებ.
“ენის დონე” – ეს ფილტრები საშუალებას გაძლევთ იპოვოთ სავარჯიშოები მეტყველების ავტომატიზმების, სიტყვების, ფრაზების, წინადადებებისა და ტექსტის შესახებ.
მენიუდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სავარჯიშოების კატეგორიები და იხილეთ შერჩეული კატეგორიების სავარჯიშოები პლატფორმის ძირითად ნაწილში.
3.4. საძიებო ზოლი
SpeakTX-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ სავარჯიშოები სათაურის მიხედვით, საძიებო ზოლის გამოყენებით. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საძიებო ზოლი ყველა კატალოგში და სავარჯიშო გეგმაში.
3.5. სავარჯიშოების კატალოგი
კატალოგი შედგება სავარჯიშოების ერთეულებისგან, რომლებიც ნაჩვენებია მენიუში თქვენი არჩევანის საფუძველზე. თითოეული ნაწილი შედგება სათაურისგან, აღწერილობისა და სავარჯიშოებისგან. აღწერა დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ სავარჯიშოების შინაარსი და მიზანი, განსაკუთრებით თუ მათ გაკეთებას ინდივიდუალურად აპირებთ.
თითოეულ სავარჯიშოზე არის ღილაკი “დაწყება”, რომელიც გაძლევთ სავარჯიშოზე წვდომას.
4. სავარჯიშო გეგმა (სპეციალისტის სუპერვიზიით გამოყენება)
სავარჯიშო გეგმა აძლიერებს თანამშრომლობას თქვენს ან თქვენს შვილსა და სპეციალისტს შორის. სპეციალისტს შეუძლია სპეციფიკური სავარჯიშოები შეარჩიოს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი შვილისათვის, დამატებითი ინსტრუქციებითა და ვადებით. სავარჯიშოების კეთებისას უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ იმაზე, თუ რას ელის სპეციალისტი თქვენგან.
სავარჯიშო გეგმით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეგეძლებათ, თუ SpeakTX-ს სპეციალისტის სუპერვიზიით იყენებთ. იმ შემთხვევაში, თუ SpeakTX-ს დამოუკიდებლად იყენებთ, მასზე წვდომა ვერ გექნებათ. ასეთ შემთხვევაში გირჩევთ, რომ შეარჩიოთ სავარჯიშოები, რომლებიც თქვენ ან თქვენს შვილს მოგწონთ და/ან ხელსაყრელია თქვენთვის, და დაამატოთ “რჩეულებში”.
სავარჯიშო გეგმაში შეგიძლიათ ნახოთ სათაური, აღწერა, ვადები და სტატუსი.
4.1. სავარჯიშო
კონკრეტული სავარჯიშოს გასახსნელად დააკლიკეთ მის სათაურზე.
სპეციალისტს შეუძლია სავარჯიშო გეგმაში დაამატოს როგორც SpeakTX-ის, ასევე მის მიერ შემუშავებული ნარატიულად აღწერილი სავარჯიშოები. SpeakTX-ს სავარჯიშოები წითლად არის მონიშნული, ხოლო თავად სპეციალისტისა – ლურჯად.
4.2. აღწერა, საუბარი და შეტყობინებები
სპეციალისტს შეუძლია, ყოველ სავარჯიშოს, რომელსაც სავარჯიშო გეგმაში დაამატებს, თან დაურთოს დამატებითი ინსტრუქციები და აღწერა. მსგავს აღწერების ნახვას სავარჯიშო გეგმის მთავარ გვერდზე შეძლებთ. როცა კონკრეტულ სავარჯიშოზე დააკლიკებთ, გაიხსნება ახალი ფანჯარა, რომელიც მთელ აღწერას შეიცავს. იგივე ფანჯარაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, სპეციალისტს დაუსვათ სასურველი შეკითხვა სავარჯიშოს შესახებ. თქვენსა და სპეციალისტს შორის არსებული საუბარი კონფიდენციალურია.
სპეციალისტს შეუძლია თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე გამოაგზავნოს შეტყობინებები თითოეული სავარჯიშოს, ან სავარჯიშო გეგმაზე დამატებული კომენტარის შესახებ. ეს მოგცემთ საშუალებას, თვალყური ადევნოთ სავარჯიშო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებს SpeakTX-ში შეუსვლელად.
4.3. ბოლო ვადა
თუ სპეციალისტმა კონკრეტულ სავარჯიშოზე ბოლო ვადა დააწესა, ამის ნახვას სავარჯიშო გეგმის მთავარ ხედზე შესვლით შეძლებთ. როცა სავარჯიშოს შესრულების ბოლო ვადა გავა, ამის შესახებ ინფორმაცია წარმოჩინდება გრაფაში “დასრულებული სავარჯიშოები”.
4.4. სტატუსი
გეგმაში მოცემული სავარჯიშოს სტატუსი გამოსახულია ფერადი წრეებით:
ნაცრისფერი წრე – ნიშნავს, რომ სავარჯიშო ბოლომდე არ შეგისრულებიათ მინიმუმ ერთხელ;
მწვანე წრე – ნიშნავს, რომ სავარჯიშო ბოლომდე შეასრულეთ მინიმუმ ერთხელ (ბოლო ვადის გასვლამდე);
წითელი წრე – ნიშნავს, რომ სავარჯიშოს ბოლო ვადა გასულია და თქვენ იგი არ შეგისრულებიათ მინიმუმ ერთხელ.
4.5. ვიდეო-კონსულტაცია
თქვენმა სპეციალისტმა თერაპიის პროცესში შესაძლოა გამოიყენოს ვიდეო – კონსულტაციები. ვიდეო – კონსულტაციის ბმულს სავარჯიშო გეგმის გრაფაში იპოვით.
5. სავარჯიშოთა საწყისი გვერდი
თუ პლატფორმას ინდივიდუალურად იყენებთ, კატალოგიდან შეარჩიეთ სასურველი სავარჯიშო და დააკლიკეთ ღილაკს “დაწყება”. თუ პლატფორმას სპეციალისტის ხელმძღვანელობით იყენებთ, გახსენით სავარჯიშო გეგმა, იპოვეთ სპეციალისტის მიერ თქვენთვის დანიშნული სავარჯიშო და დააკლიკეთ მის სათაურზე.
თავდაპირველად დაინახავთ სავარჯიშოს საწყის გვერდს, სადაც იპოვით შემდეგ ინფორმაციას:
როგორ გამოვიყენოთ კონკრეტული სავარჯიშო?
რისთვის არის სავარჯიშო?
რას ავითარებს სავარჯიშო?
SpeakTX-ს სავარჯიშოთა უმეტესობა შეიძლება განხორციელდეს დამოუკიდებლად. იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული სავარჯიშოს დამოუკიდებლად შესრულება აკრძალულია, სავარჯიშოს საწყის გვერდზე გამოსახული იქნება გაფრთხილება ამის შესახებ.
იქვე იპოვით შემდეგ ღილაკებს:
“სავარჯიშოს დაწყება” – გაძლევთ საშუალებას, რომ გახსნათ სავარჯიშო;
“შედეგების ნახვა” – გაძლევთ საშუალებას, რომ ნახოთ თქვენს შედეგები სტატისტიკური თვალსაზრისით (პირველი ცდის შემდეგ) და თვალი ადევნოთ თქვენს პროგრესს;
“რჩეულებში“ დამატება” – გაძლევთ საშუალებას, შეინახოთ თქვენი ფავორიტი სავარჯიშოები კატალოგის განსაზღვრულ ნაწილში (“რჩეულები”), რათა შემდგომში უფრო სწრაფად იპოვოთ კონკრეტული სავარჯიშოები.
6. სავარჯიშოთა შინაარსი
მას შემდეგ, რაც დააკლიკებთ ღილაკს “სავარჯიშოს დაწყება” სავარჯიშოს საწყის გვერდზე, თქვენ შეძლებთ დაინახოთ კონკრეტული სავარჯიშოს შინაარსი.
იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული სავარჯიშო მოიცავს აუდიო ჩანაწერსაც, ჩართეთ დინამიკები იმ მოწყობილობაზე, რომელსაც იყენებთ.
თქვენ დაინახავთ შემდგომ კომპონენტებს:
თქვენ დაინახავთ შემდგომ კომპონენტებს: სავარჯიშოს შინაარსი (გვერდის მთავარ ნაწილში);
სავარჯიშოს სახელწოდება და ხანგრძლივობა (ზედა მარცხენა კუთხეში);
სავარჯიშოს მონაცემების რეგულირებისა და გამოსვლის ღილაკები (ზედა მარჯვენა კუთხეში).
თითოეული სავარჯიშო წარმოდგენილია რამდენიმე გვერდზე. აუცილებელია, რომ თითოეულ გვერდზე შეასრულოთ კონკრეტული დავალება. სავარჯიშოების უმეტესობის შემთხვევაში, ყოველ გვერდზე დაუყოვნებლივ მიიღებთ უკუკავშირს. სწორი პასუხი მწვანე ფერით არის აღნიშნული, ხოლო არასწორი – წითლით.
სავარჯიშოთა გვერდები სურათსა თუ ტექსტს ზემოთ არსებული წრეებით აღინიშნება. წრეები აჩვენებს თქვენს პროგრესს სავარჯიშოს შესრულების განმავლობაში, და იმის მიხედვით, თუ როგორ არის რეგულირებული სავარჯიშოს მონაცემები, სწორ და არასწორ პასუხებსაც.
ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ღილაკზე დაკლიკვა წვდომას მოგცემთ სავარჯიშოს მონაცემების რეგულირების მექანიზმთან. სავარჯიშოს სპეციფიკის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ, მაგალითად:
ნაჩვენები პასუხების რაოდენობა (რათა შეამციროთ ან გაზარდოთ სავარჯიშოს სირთულის დონე);
ტექსტის კომპონენტები (ყველა დიდი ასოთი, ყველა პატარა ასოთი, ან დიდი ასო მხოლოდ დასაწყისში);
უკუკავშირთან დაკავშირებული ნიუანსების რეგულირება (გვერდზე უკუკავშირი გამოჩნდება ყოველი ინდივიდუალური აქტივობის შემდგომ თუ მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტულ გვერდზე ყველა აქტივობა შესრულებულია).
სავარჯიშოს დასრულების შემდგომ დაინახავთ არამხოლოდ თქვენს შედეგებს (როგორც წესი, სწორი პასუხების პროცენტულობის სახით), არამედ დროის ხანგრძლივობასაც, რაც დაგჭირდათ სავარჯიშოს შესასრულებლად.
თქვენი სწორი და არასწორი პასუხების სტატისტიკური მონაცემების ნახვა შეგიძლიათ სავარჯიშოს საწყის გვერდზე, გრაფის “შედეგების ნახვა” ქვეშ.
7. სააბონენტო პაკეტის გახანგრძლივება
როცა თქვენს სააბონენტო პაკეტს ვადა გაუვა, SpeakTX-ს სავარჯიშოებზე წვდომას დაკარგავთ.
თუკი ვადა გაუვიდა, გაახანგრძლივეთ თქვენი სააბონენტო პაკეტი.
სავარჯიშოთა კატალოგში დააკლიკეთ ღილაკს “ყველა სავარჯიშოს ჩვენება”, აირჩიეთ ის სააბონენტო პაკეტი, რომელიც თქვენს საჭიროებებს შეესაბამება, და გადაიხადეთ საფასური.
მას შემდეგ, რაც გადაიხდით განახლებული სააბონენტო პაკეტისათვის, თქვენ ისევ გექნებათ წვდომა SpeakTX-ს ყველა სავარჯიშოზე.