SpeakTX

ფასი

SpeakTX-ს სარგებლობის პირობები

ძალაშია 26.10.2023-დან

სარგებლობის წესები და პირობები (სარგებლობის პირობები) ეხება SpeakTX-ს პლატფორმის (სერვისის) გამოყენებასა და SpeakTX-ს პლატფორმის მიმწოდებლისა (სერვისის პროვაიდერის) და პლატფორმაზე დარეგისტრირებული მომხმარებლების უფლებებსა და ვალდებულებებს. სარგებლობის პირობები არეგულირებს სერვისთან წვდომის, მისი გამოყენების, მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის დამუშავების პროცესებს; სერვისის ფუნქციონირებასა და ხარისხს.

1. სერვისი

1.1. სერვისის განმარტება

სერვისი უზრუნველყოფს წვდომას SpeakTX-ს ენისა და მეტყველების თერაპიის ციფრულ პლატფორმაზე. სერვისი მოიცავს SpeakTX-ს პლატფორმაზე არსებულ სავარჯიშოთა და სხვა კომპონენტთა გამოყენებას.

1.2. სერვისის ფუნქციათა საზღვრები

სერვისი ხელს უწყობს მეტყველების ფუნქციათა აღდგენასა და განვითარებას. იგი შექმნილია ენისა და მეტყველების თერაპიისას მუდმივი გამოყენებისათვის, თუმცა, მისი გამოყენება ენის შესასწავლ ხელსაწყოდაც შეიძლება.

1.3. სერვისის ბუნება

სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც ენისა და მეტყველების თერაპიის გამრავალფეროვნებისთვის ასევე ენის შესწავლის პროცესის ციფრული ხელსაწყოებით გასამდიდრებლად, ასევე ენისა და მეტყველების თერაპიის ციფრული ფორმით მისაწოდებლად. სერვისი არ მოიცავს დიაგნოსტირებას ან სამედიცინო საჭიროებების უზრუნველყოფას.

1.4. სერვისის მომწოდებელი (პროვაიდერი)

სერვისის პროვაიდერია SpeakTX OÜ.

2. სერვისის მომხმარებლები

2.1. მომხმარებელი

მომხმარებელი არის ნებისმიერი პირი ვინც სერვისს იყენებს. მომხმარებელი შეიძლება იყოს: ა) მომხმარებელი; ბ) სპეციალისტი; ) მომხმარებლის ასისტენტი.

2.2. მომხმარებელი

2.2.1. მომხმარებელი არის პირი ვინც სერვისს მეტყველების ფუნქციების განსავითარებლად ან აღსადგენად იყენებს.

2.2.2. მომხმარებელი არის ან ბავშვი (მინიმუმ სამი წლისა) ან ზრდასრული.

2.2.3. მომხმარებელი არის ორგვარი – მომხმარებელი სპეციალისტის სუპერვიზიით ან დამოუკიდებელი მომხმარებელი.

2.2.4. მომხმარებელი, ვინც სპეციალისტის სუპერვიზიით მუშაობს, სერვისს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ იყენებს. მისი ანგარიში იქმნება სპეციალისტის მიერ.

2.2.5. დამოუკიდებელი მომხმარებელი არის პირი ვინც სერვისს დამოუკიდებლად, სპეციალისტის ხელმძღვანელობისა და მეთვალყურეობის გარეშე იყენებს.

2.3. სპეციალისტი და ორგანიზაცია

2.3.1. სპეციალისტი შეიძლება იყოს ენისა და მეტყველების თერაპევტი, მასწავლებელი, ნეიროფსიქოლოგი ან სხვა შესაფერისი სპეციალისტი, რომელიც სერვისის გამოყენებით ერთი ან მეტი მომხმარებლისთვის თერაპიის მიწოდებას უზრუნველყოფს.

2.3.2. ორგანიზაცია შეიძლება იყოს საბავშვო ბაღი, სკოლა, ჯანდაცვის ინსტიტუცია, სერვისთა მიმწოდებელი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია ან ადგილობრივი ორგანო, რომლის მხარდაჭერითაც სპეციალისტი უზრუნველყოფს მეტყველების თერაპიის სერვისის მიწოდებას. ორგანიზაცია ფლობს სპეციალისტის მომხმარებლის ანგარიშს. 

2.4. მომხმარებლის ასისტენტი

მომხმარებლის ასისტენტი არის მომხმარებლის მშობელი, ოჯახის წევრი ან მხარდაჭერის უზრუნველმყოფი სხვა პირი (სპეციალისტის გარდა), რომელიც
მომხმარებელს სერვისის გამოყენებისას აკვალიანებს და დახმარებას უწევს.

3. სერვისთან წვდომა

3.1. ფასწარმოქმნა

3.1.1. სერვისი ფასიანია.

3.1.2. სააბონენტო პაკეტის ღირებულებას ქვეყნდება SpeakTX-ის ვებსაიტზე.

3.1.3. ორგანიზაციისთვის სააბონენტო პაკეტი მოიცავს იმ მომხმარებელთა ანგარიშებს, რომლებთანაც სპეციალისტი მეტყველების თერაპიის მიწოდებას უზრუნველყოფს.

3.1.4. სერვისის პროვაიდერს აქვს უფლება, შეცვალოს სერვისის ღირებულება.

3.2. სერვისის ღირებულების გადახდა

3.2.1. მომხმარებელს გადახდა შეუძლია Bank Link-ის საშუალებით.

3.2.2. სერვისის პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის ყველა ტრანზაქცია განხორციელდება ევროში.

3.2.3. გადახდა ხორციელდება Maksekeskus AS-ის შუამავლობით SpeakTX-ის პლატფორმის გარეთ, უსაფრთხო პირობებში. Bank link-ით გადახდისას გადახდის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შესაბამისი ბანკი, ხოლო საკრედიტო ბარათით გადახდისას უსაფრთხოებას უზრუნველყოფს Maksekeskus AS.

3.2.4. სერვისის პროვაიდერს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საკრედიტო ბარათის მონაცემებთან. კონტრაქტი ძალაში შედის იმ მომენტიდან, როცა გადახდილი თანხა სერვისის პროვაიდერის ანგარიშზე აისახება.

3.2.5. სერვისის პროვაიდერი ამუშავებს პირად ინფორმაციას და გადახდის პროცესის განსახორციელებლად აუცილებელ ინფორმაციას უგზავნის Maksekeskus AS-ს.

3.2.6. სერვისში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.

3.3. მომხმარებლის საცდელი ანგარიში

3.3.1. საცდელი ანგარიშის შექმნისას მომხმარებელს და მის ასისტენტს სერვისის გამოყენება უფასოდ შეუძლიათ შვიდი დღის განმავლობაში. საცდელი პერიოდი მომხმარებელს ან/და ასისტენტს საშუალებას მისცემს, დააზუსტოს, რამდენად ემთხვევა სერვისი მომხმარებლის საჭიროებებს, და გააჩნია თუ არა მას სერვისის გამოყენებისთვის შესაფერისი მოწყობილობები.

3.3.2. საცდელი პერიოდი იწყება მომხმარებლის ანგარიშის შექმნისას და სრულდება შვიდი კალენდარული დღის შემდეგ. სერვისის პროვაიდერი მომხმარებელს ან ასისტენტს საცდელი პერიოდის დასრულების შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეატყობინებს.

3.3.3. საცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ, მომხმარებლისათვის ყველა სავარჯიშო ფასიანი გახდება. SpeakTX-ს პლატფორმაზე შემდგომი წვდომისათვის, მომხმარებელს ან ასისტენტს აქვს სააბონენტო ანგარიშის გახსნის საშუალება.

3.3.4. სერვისის პროვაიდერს აქვს უფლება, უარი თქვას სააბონენტო ანგარიშის ღირებულების სრულ ან ნაწილობრივ დაბრუნებაზე.

3.3.5. ორგანიზაციის ანგარიში პირველივე დღიდანვე იხდის სერვისის საფასურს.

3.3.6. მოთხოვნის შემთხვევაში, სერვისის პროვაიდერი მომხმარებელს უფასო “ონლაინ” ტრენინგს სთავაზობს სერვისის კონტენტის უკეთ გასაცნობად.

3.4. ანგარიშების შექმნა

3.4.1. დამოუკიდებელ მომხმარებელს ანგარიშის შექმნა SpeakTX-ს ვებსაიტიდან შეუძლია. ანგარიშის შესაქმნელად, საჭიროა, მომხმარებელმა შეიყვანოს სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

3.4.2. იმ მომხმარებელთათვის, რომლებიც პლატფორმას სპეციალისტის ხელმძღვანელობით იყენებენ, თავად სპეციალისტი ქმნის ანგარიშს. ანგარიშის შესაქმნელად სპეციალისტმა უნდა შეიყვანოს მომხმარებლის ან დამხმარის სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

3.4.3. სერვისის პროვაიდერი მომხმარებლის ანგარიშს 3.4.1 და 3.4.2 სექციებში აღნიშნული ქმედებების შესრულების შემდეგ ააქტიურებს. სერვისთან წვდომისათვის მომხმარებელს ან ასისტენტს ელექტრონულ ფოსტაზე ოთხკომპონენტიანი კოდი ეგზავნებათ.

3.4.4. სპეციალისტთა ანგარიშები იქმნება სერვისის პროვაიდერის მიერ. სპეციალისტთა ანგარიშების შესაქმნელად, ორგანიზაციამ სერვისის პროვაიდერს უნდა მიაწოდოს მათი სახელები და ელექტრონული ფოსტის მისამართები.

3.4.5. სერვისი პროვაიდერი ორგანიზაციის ანგარიშს ააქტიურებს სერვისის საფასურის გადახდის შემდგომ. ანგარიშში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მათ შორის პაროლი, სპეციალისტს ეგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

3.4.6. ანგარიშის შესაქმნელად, მომხმარებელი და ორგანიზაცია ვალდებულნი არიან, გამოიყენონ სწორი პირადი და საკონტაქტო ინფორმაცია. სერვისის პროვაიდერი სერვისის აქტივაციისას წარმოქმნილ შეფერხებებსა თუ დაბრკოლებებზე პასუხისმგებელი არ არის იმ შემთხვევაში, თუკი ისინი გამოწვეულია მომხმარებლის ან ორგანიზაციის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციით.

3.5. ანგარიშის ძალაში შესვლა, ვადის გასვლა და განახლება

3.5.1. დამოუკიდებელი მომხმარებლის ანგარიში ძალაშია მისი ვადის გასვლამდე, რაც არჩეულ სააბონენტო პაკეტის ტიპზეა დამოკიდებული.

3.5.2. დამოუკიდებელი მომხმარებლის ანგარიშის ვადის გასვლამდე, სერვისის პროვაიდერი მას ან მის ასისტენტს ელექტრონული ფოსტის საშუალებით აუწყებს ანგარიშის ვადის გასვლის შესახებ.

3.5.3. ანგარიშის განსაახლებლად, დამოუკიდებელი მომხმარებელი ან მისი ასისტენტი ირჩევს შესაბამის სააბონენტო პაკეტს და იხდის მის საფასურს.

3.5.4. ორგანიზაციას, თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, აქვს ერთწლიანი სააბონენტო პაკეტი.

3.5.5. იმ მომხმარებელთა ანგარიშები, რომლებიც სპეციალისტის მიერ არის შექმნილი, ძალაშია ორგანიზაციის სააბონენტო პაკეტის ვადის გასვლამდე.

3.5.6. ორგანიზაციის ანგარიშის ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე, სერვისის პროვაიდერი მას უგზავნის შეტყობინებას სააბონენტო პაკეტის დასრულებისა და ღირებულების სავარაუდო ცვლილების შესახებ.

3.5.7. თუ ორგანიზაციას სააბონენტო პაკეტის გაგრძელება არ სურს, ამის შესახებ პროვაიდერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა აცნობოს პაკეტის ავტომატურ განახლებამდე 14 დღით ადრე, წინააღმდეგ შემთხვევაში სააბონენტო პაკეტი ავტომატურად განახლდება.

3.6. ანგარიშთა გამოყენება

3.6.1. პლატფორმაზე დარეგისტრირებული ყველა პირი პასუხისმგებელია თავისი ანგარიშის უსაფრთხოებაზე. მომხმარებლის ან/და დამხმარის პასუხისმგებლობაა, რომ უსაფრთხოდ შეინახოს ოთხ სიმბოლოიანი კოდი, რომელიც სერვისზე იძლევა წვდომას. სპეციალისტის პასუხისმგებლობაა, სერვისის წვდომისთვის საჭირო პაროლი და მომხმარებელთა კოდები, რომლებიც ასოცირებულია სპეციალისტის ანგარიშთან, შეინახოს უსაფრთხოდ. თითოეული პირი პასუხისმგებელია თავის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის სხვასთან გაზიარებით წარმოქმნილ ზიანსა თუ შედეგზე.

3.6.2. მომხმარებელს უფლება აქვს, სერვისის გამოყენებისას ხელმძღვანელობისა და დახმარების მიზნით, მის ასისტენტს მისცეს თავის ანგარიშთან წვდომის საშუალება.

3.6.3. სპეციალისტს უფლება აქვს მომხმარებლის ანგარიშის წვდომის კოდი გაუზიაროს მომხმარებელს ან მის ასისტენტს.

3.6.4. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ თითოეულ პირს ეკრძალება, გამოიყენოს თავისი ანგარიში შესყიდვის თავის არიდების მიზნით ან დაეხმაროს სხვებს, რომ თავი აარიდონ ფასიანი სააბონენტო პაკეტის შესყიდვას. სხვა აქტივობებთან ერთად, აკრძალულია შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) დამოუკიდებელი მომხმარებლის მიერ ახალი ანგარიშის შექმნა საცდელი პერიოდის დასრულების შემდგომ, რეალური ან გამოგონილი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით;

ბ) საცდელი ვადის დროს სპეციალისტის მიერ დამოუკიდებელი მომხმარებლის ანგარიშის გამოყენება მეტყველების თერაპიის უზრუნველსაყოფად ან
ნებისმიერი სხვა მიზნით, გარდა სერვისის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებისა;

გ) სპეციალისტის ანგარიშთან წვდომისთვის საჭირო მონაცემების გაზიარება ნებისმიერ სხვა პირთან.

4. სერვისის გამოყენება

4.1. ზოგადი პირობები

4.1.1. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს შეუძლია სერვისი გამოიყენოს მხოლოდ იმ ფარგლებში, მიზნითა და ფორმით, რისთვისაც სერვისი შეიქმნა და ხელმისაწვდომი გახდა მომხმარებლისთვის; ან იმ ფარგლებში, მიზნითა და ფორმით, როგორც მსგავსი ტიპის სერვისები გამოიყენება.

4.1.2. პლატფორმაზე დარეგისტრირებულმა ნებისმიერმა პირმა სერვისი უნდა გამოიყენოს კანონის შესაბამისად. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ ყველა პირს ეკრძალება, სერვისი გამოიყენოს დანაშაულის ან ნებისმიერი სხვა არაკანონიერი ქმედების ჩადენის, მისი ხელშეწყობის, პროვოცირების ან მასში თანამონაწილეობის მიზნით.

4.1.3. პლატფორმაზე დარეგისტრირებულმა ყველა პირმა სერვისი უნდა გამოიყენოს სერვისით სარგებლობის პირობებთან შესაბამისობაში.

4.1.4. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს სერვისის გამოყენება ეკრძალება მის ხელმისაწვდომობაზე/ფუნქციონალურობაზე დასაკვირვებლად ან ნებისმიერი სხვა კონკურენტული მიზნებისათვის.

4.2. სავარჯიშოთა და სხვა კომპონენტთა გამოყენება

4.2.1. პლატფორმაზე დარეგისტრირებული ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი სავარჯიშო და კომპონენტი იმ პროცედურათა დაცვით, რომლებიც აღწერილია წინამდებარე დოკუმენტში.

4.2.2. მომხმარებელს აქვს უფლება, გააკეთოს ყველა ის სავარჯიშო, რომელიც შეესაბამება მის ასაკს და ენისა და მეტყველების თერაპიასთან დაკავშირებულ საჭიროებებს. სპეციალისტს უფლება აქვს დანიშნოს მომხმარებლის ასაკთან და ენისა და მეტყველების თერაპიასთან დაკავშირებულ საჭიროებებთან შესაბამისი სავარჯიშოები.

4.2.3. სპეციალისტის პასუხისმგებლობაა, შეაფასოს, თუ რამდენად საჭიროებს მომხმარებელი ენისა და მეტყველების თერაპიას. თერაპიის საჭიროების შეფასება დამოუკიდებელი მომხმარებლისთვის ევალება მის ასისტენტს მაშინ, თუ მომხმარებელი არასრულწლოვანი ან ქმედუუნაროა. შეფასების პასუხისმგებლობა ენიჭება თავად დამოუკიდებელ მომხმარებელს იმ შემთხვევაში, თუ ის სრულწლოვანი და ქმედუნარიანია.

4.2.4. დამოუკიდებელ მომხმარებელს ეკრძალება იმ სავარჯიშოთა შესრულება, რომლებიც სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გაკეთდეს. ასისტენტს ეკრძალება, მომხმარებელს მისცეს საშუალება, შეასრულოს ის სავარჯიშოები, რომლებიც სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს. ის სავარჯიშოები, რომლებიც მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა შესრულდეს, სავარჯიშოთა პლატფორმაზე სწორედ ამგვარად არის მონიშნული.

4.2.5. პლატფორმაზე დარეგისტრირებული ყველა პირი ვალდებულია წაიკითხოს თითოეული სავარჯიშოს ინსტრუქცია მის შესრულებამდე ან მისი მომხმარებლისთვის დანიშვნამდე.

4.2.6. სერვისის პროვაიდერი პასუხისმგებელი არ არის მომხმარებლისთვის მიყენებულ ზიანზე, თუკი ზიანი გამოწვეულია:

ა) მომხმარებლის მიერ იმ სავარჯიშოს შესრულებით, რომელიც შეუსაბამობაშია მეტყველების თერაპიის პროცესში მის საჭიროებებთან;

ბ) მომხმარებლის მიერ იმ სავარჯიშოს შესრულებით, რომლის შესრულებაც მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ არის დაშვებული;

გ) მომხმარებლის მიერ იმ სავარჯიშოს შესრულებით, რომელიც შეუსაბამობაშია მოცემულ ინსტრუქციებთან.

4.2.7. სერვისის პროვაიდერი პასუხისმგებელი არ არის, თუკი სერვისის გამოყენების შემდგომ მომხმარებლის მეტყველებითი ფუნქცია არ აღდგება ან არ განვითარდება. ეს მოიცავს სერვისის როგორც გრძელვადიან, ისე რეგულარულ გამოყენებას.

4.2.8. სერვისის პროვაიდერი პასუხისმგებელი არ არის სპეციალისტის მიერ მომხმარებლისთვის უზრუნველყოფილი თერაპიის შინაარსზე, ხარისხსა და
შედეგებზე.

4.2.9.  ორგანიზაცია პასუხისმგებელია სპეციალისტის სარგებლბოის პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნებისმიერ ისეთ დარღვევაზე, რომელიც სპეციალისტის ქცევით იყო გამოწვეული.

4.3. სავარჯიშოთა შექმნა

4.3.1. გარდა უკვე არსებულ სავარჯიშოთა გამოყენებისა, სპეციალისტს უფლება აქვს SpeakTX-ს პლატფორმაზე თავად შექმნას ან შეცვალოს არსებული სავარჯიშოები მომხმარებლისთვის.

4.3.2. იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალისტი ცვლის უკვე არსებულ სავარჯიშოებს ან თავად ქმნის ახალს, მისი პასუხისმგებლობაა, რომ მოეპყროს ამ პროცესს პროფესიონალურად და გაითვალისწინოს კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებები.

4.3.3. იმ შემთხვევაში, თუკი სპეციალისტი ცვლის უკვე არსებულ სავარჯიშოებს ან თავად ქმნის ახალს, მისი პასუხისმგებლობაა თითოეული სავარჯიშოს შინაარსის, მისი საჭიროებისა და მიზნის წერილობითი სახით ახსნა და მათთვის წერილობითი ინსტრუქციების დართვა.

4.3.4. სავარჯიშოთა შესაქმნელად/შესაცვლელად სპეციალისტს უფლება აქვს, გამოიყენოს SpeakTX-პლატფორმის მიერ უზრუნველყოფილი ციფრული მასალა, მათ შორის აუდიო, ვიდეო და გამოსახულებითი ფაილები. სპეციალისტს, გარდა ამისა, აქვს უფლება სავარჯიშოთა შექმნისას გამოიყენოს სხვა ტექსტური, პიქტოგრაფიული თუ აუდიო მასალა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასალა მესამე მხარის მიერ დაცული არ არის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით. სერვისის პროვაიდერი პასუხისმგებელი არ არის იმ დარღვევებზე, რაც შეიძლება წარმოიქმნას სავარჯიშოთა შექმნის პროცესში ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით.

4.3.5. სპეციალისტს ეკრძალება არასრული, არასწორი, ენისა და მეტყველების თერაპიისთვის შეუფერებელი ან სხვა მხრივ შეუსაბამო სავარჯიშოთა გამოქვეყნება. გარდა ამისა, სპეციალისტს ეკრძალება, გამოაქვეყნოს ნებისმიერი სავარჯიშო, რომელიც არის შეცვლილი და აქვს იგივე სახელწოდება, რაც მის თავდაპირველ ვერსიას, ან მისი შინაარსი თავდაპირველი სავარჯიშოს მინიმუმ ნახევარს ემთხვევა. სერვისის პროვაიდერი იტოვებს უფლებას, SpeakTX-ს პლატფორმიდან სპეციალისტის ნებართვის გარეშე წაშალოს მსგავსი სავარჯიშოები.

4.3.6. სპეციალისტის მიერ შექმნილი ან შეცვლილი სავარჯიშოს ინტელექტუალური საკუთრების უფლება ეკუთვნის სპეციალისტს იმ შემთხვევაში, თუკი მან აირჩია, სავარჯიშო კონფიდენციალური ყოფილიყო (ხელმისაწვდომი მხოლოდ სპეციალისტისა და სპეციალისტთან ასოცირებულ მომხმარებელთათვის). თუ სპეციალისტი მის მიერ შექმნილ ან შეცვლილ სავარჯიშოს გამოაქვეყნებს, ნახსენები სავარჯიშოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ავტომატურად სერვისის პროვაიდერს გადაეცემა.

4.4. ინფორმაციის გაცვლა

4.4.1. პლატფორმაზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სერვისის პროვაიდერისგან მიიღოს მხარდაჭერა სერვისის გამოყენებისას, და ამასთანავე, ინფორმაცია სერვისის შინაარსთან დაკავშირებით. სერვისის პროვაიდერი ვალდებულია ნებისმიერ დარეგისტრირებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია სერვისის შინაარსის შესახებ და დახმარება გაუწიოს სერვისის გამოყენებისას, მოთხოვნიდან სათანადო დროის განმავლობაში.

4.4.2. სპეციალისტის პასუხისმგებლობაა დაეხმაროს და ხელმძღვანელობა გაუწიოს მომხმარებელს ან/და ასისტენტს სერვისის გამოყენებისას.

4.2.3. მომხმარებლის მიერ სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (მათ შორის სავარჯიშოთა შესრულების შესახებ) ხელმისაწვდომია სპეციალისტისთვის, რათა მათ ერთად დაგეგმონ და აკონტროლონ თერაპიის პროცესი. სპეციალისტს ეკრძალება ამ ინფორმაციის მესამე მხარესთან გაზიარება მომხმარებლის ან/და დამხმარის ნებართვის გარეშე.

4.4.4. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც სპეციალისტსა და მომხმარებელს ან/და ასისტენტს შორის წარმოიშვება სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა მოგვარდეს ჩართული მხარეების მიერ. სერვისი პროვაიდერი პასუხისმგებელი არ არის ნებისმიერი დარეგისტრირებული მომხმარებლის წინააღმდეგ არსებულ პრეტენზიებზე.

5. სერვისის განხორციელება და ხარისხი

5.1. სერვისის პროვაიდერი პასუხისმგებელია, რომ უზრუნველყოს სერვისის სადღეღამისო ფუნქციონირება. შეფერხების შემთხვევაში სერვისის პროვაიდერი საჭირო ზომებს მიიღებს და აღადგენს მის ფუნქციონირებას სათანადო დროში.

5.2. სერვისის პროვაიდერი პასუხისმგებელი არ არის ფორსმაჟორული სიტუაციებით გამოწვეულ შეფერხებებზე.

5.3. თითოეულ დარეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს უფლება და არის წახალისებული, შეატყობინოს სერვისის პროვაიდერს სერვისის გამოყენებისას
შემჩნეულ შეფერხებებზე, დარღვევებსა თუ დეფექტებზე.

5.4. შეფერხების შემთხვევაში, სერვისის პროვაიდერი ვალდებულია, სერვისის აღსადგენად დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები. სერვისის პროვაიდერი ვალდებულია შეფერხების გამოვლენიდან სამი საათის განმავლობაში ყველა დარეგისტრირებულ პირს SpeakTX-ს ვებსაიტის მეშვეობით შეატყობინოს შეფერხების შესახებ.

6. პირადი ინფორმაციის დამუშავება

6.1. დამუშავებული პირადი ინფორმაცია

6.1.1. სერვისის პროვაიდერს აქვს უფლება დაამუშავოს პლატფორმაზე დარეგისტრირებული პირის პირადი ინფორმაცია, რომელიც მან გასცა რეგისტრაციისას და სერვისის გამოყენების პროცესში.

6.1.2. პლატფორმაზე დარეგისტრირებული პირის დამუშავებული პირადი ინფორმაცია მოიცავს (არამხოლოდ):

ა) სახელს და გვარს;

ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართს;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერს;

დ) ინფორმაციას, რომელიც პიროვნებამ შეიყვანა თავის SpeakTX პლატფორმის პროფილზე;

ე) ინფორმაციას, რომელიც შეგროვდა მომხმარებლის მიერ სავარჯიშოების შესრულებისას (დრო, ხანგრძლივობა, შესრულების შედეგები და ა.შ);

ვ) მომხმარებლის სავარჯიშო გეგმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

6.2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი

სერვისის პროვაიდერი პირად ინფორმაციას სერვისის უზრუნველსაყოფად და მის დასახვეწად გამოიყენებს.

6.3. უსაფრთხოება პირადი ინფორმაციის დამუშავებისას

6.3.1. სერვისის პროვაიდერი პასუხისმგებლობას იღებს პირადი ინფორმაციის უსაფრთხო დამუშავებაზე, რათა იგი დაიცვას შემთხვევითი ან უნებართვო დამუშავებისგან, აღმოჩენისგან, მესამე მხარის მიერ მისი წვდომისგან ან განადგურებისგან. ითვალისწინებს რა არამხოლოდ პირადი ინფორმაციის დამუშავების ბუნებას, მის საზღვრებს, კონტექსტებს, მიზანსა და ფასს მისი განხორციელებისა, არამედ იმ რისკთა მასშტაბებსა და მოსალოდნელობასაც, რაც შეიძლება ჩართული პირების უფლებებს შეიძლება მიადგეს პირადი ინფორმაციის დამუშავებით. სერვისის პროვაიდერმა უნდა მიიღოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რათა უზრუნველყოს პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება მისი დამუშავებისას.

6.3.2. სერვისის პროვაიდერი მის დასაქმებულებთან, ქვეკონტრაქტორთან და სხვებთან, რომლებთაც წვდომა აქვთ დარეგისტრირებული პირის მიერ მოწოდებულ პირად ინფორმაციაზე, ხელშეკრულებას აფორმებს კონფიდენციალურობასთან და პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

6.4. მომხმარებელთა უფლებები პირადი ინფორმაციის დამუშავებისას

მომხმარებელს გააჩნია ყოველგვარი უფლება თავისი პირადი ინფორმაციის დამუშავებისას. სხვა უფლებებთან ერთად, მას გააჩნია შემდეგი:

ა) უფლება, რომ ნებისმიერ დროს ჰკითხოს სერვისის პროვაიდერს, თუ და რა პირადი ინფორმაცია ინახება და მუშავდება სერვისის პროვაიდერის მიერ;

ბ) უფლება, რომ სერვისის პროვაიდერთან მოითხოვოს თავისი პირადი ინფორმაციის დაზუსტება ან შესწორება იმ შემთხვევაში, თუ იგი არასაკმარისი, არასრული ან არასწორია;

გ) სერვისის პროვაიდერის მიერ მისი პირადი ინფორმაციის გამოყენების გაპროტესტების უფლება;

დ) მისი პირადი ინფორმაციის წაშლის მოთხოვნის უფლება;

ე) უფლება, რომ მოითხოვოს სერვისის პროვაიდერის მიერ მისი პირადი ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა მაშინ, როცა სერვისის პროვაიდერს აღარ სჭირდება მისი პირადი ინფორმაცია დასამუშავებლად; ან მაშინ, როცა მომხმარებელმა უკვე გააპროტესტა მისი პირადი ინფორმაციის დამუშავება;

ვ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში საჩივრის შეტანის უფლება, თუკი მომხმარებელი თვლის, რომ პირადი ინფორმაციის დამუშავების პროცესში მისი უფლებები დაირღვა.

7. სარგებლობის პირობების ძალაში შესვლა და ცვლილებების შეტანა

7.1. სარგებლობის პირობების ძალაში შესვლა და ცვლილებების შეტანა

7.1.1. სარგებლობის პირობებში გაწერილი უფლებები და ვალდებულებები მოქმედებს იმ მომენტიდან, როცა მომხმარებელი ქმნის ანგარიშს SpeakTX-ს პლატფორმაზე. მომხმარებელი, რომელიც სერვისს იყენებს, თანხმობას აცხადებს სარგებლობის პირობებზე.

7.1.2. თუკი სარგებლობის პირობების რომელიმე პუნქტი ბათილი აღმოჩნდება, ეს გავლენას არ მოახდენს სარგებლობის პირობების დანარჩენი პუნქტების კანონიერებაზე.

7.2. სარგებლობის პირობების შეცვლა

7.2.1. სერვისის პროვაიდერს აქვს უფლება, რომ ცალმხრივად მიიღოს სარგებლობის პირობების ცვლილების გადაწყვეტილება და გამოაქყვენოს შეცვლილი ვერსია SpeakTX-ს ვებსაიტზე.

7.2.2. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი სარგებლობის პირობების შეცვლის შესახებ მიღებული შეტყობინებისა და შეცვლილი სარგებლობის პირობების გამოქვეყნების შემდეგ კვლავ აგრძელებს სერვისის გამოყენებას, ჩაითვლება, რომ იგი ეთანხმება შეცვლილ ვერსიას. 

7.2.3. მო,ხმარებელს აქვს უფლება, კავშირი გაწყვიტოს სერვისის პროვაიდერთან თუკი იგი არ ეთანხმება შეცვლილ სარგებლობის პირობებს.

8. სარგებლობის პირობების დარღვევა და დავების გადაჭრა

8.1. სარგებლობის პირობების დარღვევა

სერვისის პროვაიდერს აქვს მომხმარებლის ანგარიშის წაშლის უფლება იმ შემთხვევაში, თუკი იგი არ ასრულებს სარგებლობის პირობებში გაწერილ
ვალდებულებებს. მომხმარებელს აქვს უფლება შეწყვიტოს სერვისის სააბონენტო პაკეტის შესყიდვა, თუკი სერვისის პროვაიდერი არ ასრულებს სარგებლობის პირობებში გაწერილ ვალდებულებებს.

8.2. გამოსაყენებელი სამართალი

სერვისის პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის არსებულ იურიდიულ ურთიერთობებზე ვრცელდება ესტონეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა.

8.3. დავების გადაჭრა

მხარეები შეეცდებიან რომ ნებისმიერი დავა ან კონფლიქტი რაც წარმოიშობა სერვისით სარგებლობასთან დაკავშირებით გადაწყვიტონ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებით. თუკი შეთანხმება მიღწეული ვერ იქნება, ნებისმიერი დავა გადასაწყვეტად გადაეცემა ჰარიუს რაიონულ სასამართლოს ტალინში, ესტონეთში.